Wednesday, May 13, 2015

ბავშვთა უფლებები

საყვარელი ძაღლუკა
პროექტის სახელწოდება;  ბავშვთა უფლებები
პროექტის მთავარი იდეა;  (თემა)-ცხოვრებისეული მაგალითების საფუძველზე გაანალიზონ ის, თუ რა უფლებებს ანიჭებს მათ კანონი.გარდა იმისა რომ სახელწიფო მოითხოვს ყველასგან კანონის დაცვას,იგი ამავე დროს ვალდებულიცაა  დაიცვას ბავშვთა უფლებები.
პროექტის მოკლე აღწერა; ბავშვთა უფლებების კონვენცია. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ბავშვთა დაცვაზე
მონაწილეთა ასაკი; VI კლასი. 11-12  წელი.
 ვადების ხანგრძლივობა; 1თვე.
მოსალოდნელი შედეგები; ბავშვთა უფლებების კონვენციის განხილვით,მოსწავლეები გაათვითცნობიერებენ კანონების მნიშვნელობას.გაიგებენ რომ ყველაფერი ნებადართული არ არის და ცხოვრებისეულ მაგალითებს შეუსაბამებენ კონვენციიდან მოყვანილ მუხლებს.ამასთანავე გაიაზრებენ როგორც უფლებებს,ასევე თავიაანთ მოვალეობებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები; სახელმძღვანელო, Power Point,  პროექტორი.
პროექტის მსვლელობა;(ძირითადი აქტივობები);  მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად (3 ჯგუფი). თითოეულ ჯგუფს მიეცემა დავალება;
I ჯგუფი-ბავშვთა უფლებების კონვენციის კონკრეტული მუხლების წაკითხვა და გააზრება.
II ჯგუფი-კაზუსის წაკითხვა (განსახილვევლი საკითხი),სადაც აღწერილია ბავშვის მიერ ჩადენილი დანაშაული.
III ჯგუფი- დაცვის მხარე,რომელიც განიხილავს დანაშაულს და შესაბამისი მტკიცებულებებით გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს. ჯუფებს ექნებათ ურთიერთობა ერთი თვის განმავლობაში და პრეზენტაციის სახით წარმოადგენენ თავიაანთ არგუმენტებს.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი; ისტორია,სამოქალაქო განათლება.
პროექტის ხელძღვანელი; ნინო დიღმელაშვილი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა;   

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი



No comments:

Post a Comment